25 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
თავდასხმა დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე - საქმის ახალი დეტალები

"კურიერმა" დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის ახალი დეტალები გაარკვია. თადარიგის პოლკოვნიკის ჩვენებაში წერს, რომ მას თავდამსხმელთან ერთად ბიზნესის დაწყება უკრაინაში უნდოდა და ამ მოტივით მოლაპარაკებები მხედრიონის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერთან, დავით შონიასთან ჰქონდა. 

"კურიერის" ინფორმაციით,  დოდო გუგეშაშვილმა სამართალდამცველებს უამბო, რომ მას შემდეგ, რაც სავარაუდო მკვლელმა მას ერთობლივი ბიზნესი დაწყება შესთავაზა, მან დახმარების თხოვნით მხედრიონის ყოფილ მეთაურს დათო შენგელიას კიევში დაურეკა, ვინმე ზურა გააცნო და ბიზნესის გეგმების შესახებ ესაუბრა.

თავდასხმიდან 8 დღის შემდეგ მომხდარზე დღეს თავად დოდო გუგეშაშვილმა ისაუბრა. მისი პირველი კომენტარი სოციალური ქსელით გავრცელდა. ინტერვიუ რეანომობილში ტრანსპორტირების დროსაა ჩაწერილი, დოდო გუგეშაშვილი აცხადებს რომ ეს სისხლიანი საქმე არც ბიზნესს და არც მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება.

დოდო გუგეშაშვილი შვილის პანაშვიდზე რეანობილით მიიყვანეს. შვილის გარდაცვალების შესახებ, გუგეშაშვილს დღეს ღუდუშაურის კლინიკაში მამა შალვა კეკელიამ უთხრა, რის შემდეგაც მან რეანიმაციიდან, პანაშვიდზე გადაყვანა მოთხოვა.

მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი დავით შონია კი "კურიერთან" საუბრისას ვარაუდობს, რომ გუგეშაშვილთან მის სატელეფონო საუბარს ის პირიც ესწრებოდა, რომელმაც 7 თებერვალს თადარიგის პოლკოვნიკის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. თუმცა, ვინ იყო სავარაუდო დამნაშავე, ან საიდან იცნობდა მას გუგეშაშვილი, ყოფილ მხედრიონელს ინფორმაცია არ აქვს.

ჩვენებაში რომელიც დოდო გუგეშაშვილმა პოლიციას მისცა ის წერს, რომ ვინმე ზურა მას უკრაინაში ქარვის ქვების შეძენაში დახმარებას სთხოვდა, რომელიც შემდეგ თურქეთში უნდა გაეყიდა.

ის, რომ დოდო გუგეშაშვილი მკვლელს თვეების განმავლობაში იცნობდა ამას მისი ინტერესების დამცველიც ადასტურებს.

შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც დოდო გუგეშაშვილის 33 წლის შვილი მოკლა, თავად თადარიგის პოლკოვნიკი კი, მძიმედ დაჭრა "კურიერის" ინფორმაციით ქვეყანა იმავე დღეს დატოვა. 

 

დღის ამბები