24 აპრილი 2024,   10:59
ვრცლად
სროლა სკოლაში - შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მინიმუმ 17 კი დაიღუპა

სროლის შედეგად ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. 17 დაშავებული კი ადგილობრივ საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ინციდენტი ქალაქ პარკლენდში მოხდა. სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა, ავტომატური იარაღიდან ცეცხლი ჯერ ქუჩაში გახსნა, შემდეგ კი სკოლის შენობაში შეიჭრა და თანატოლებს გაუსწორდა. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, სკოლებში მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაუცველად არ უნდა გრძნობდნენ.

დღის ამბები