20 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
შსს-ში არ განმარტავენ იმყოფება თუ არა უკრაინიდან დეპორტირებული კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში

იმყოფება თუ არა საქართველოში უკრაინიდან დეპორტირებული კრიმინალური ავტორიტეტი - განმარტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ აკეთებენ. უკრაინის უსაფრთხების სამსახურმა ე.წ. კანონიერი ქურდი, პაპუნა უგრეხელიძე გუშინ დააკავა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის საქართველოში იძულებითი წესით დააბრუნეს. უგრეხელიძე ძალადობრივ დანაშაულსა და უკრაინაში ქარვის უკანონო მოპოვებაშია ეჭვმიტანილი. ე.წ. კანონიერი ქურდი პაპუნა უგრეხელიძეზე ბოლო 15 თვის განმავლობაში უკრაინიდან საქართველოში უკვე მესამედ დაადეპორტეს.

დღის ამბები