22 იანვარი 2022,   12:30
ვრცლად
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქს საპატიმროში მოინახულებს

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქს საპატიმროში მოინახულებს. ევროპარლამენტარის პოზიცია, უარი თქვას საქართველომ ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებაზე, უცვლელია.

გლდანის ციხის შემდეგ, რებეკა ჰარმსი ამავე საკითხზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაცციებს შეხვდება. მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე კი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტარების მხარდაჭერა სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

"ჩვენ თავიდანვე გვჯეროდა ქართული მართლმსაჯულების და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მეუღლის ექსტრადირება თურქეთში არ მოხდება, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების, ზოგიერთი სამთავრობო უწყების და ევროპარლამენტარების დიდი მხარდაჭერა გვაქვს. მათ მეც შევხვდი და ისინი მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადაეცეს. მჯერა რო იუსტიციის მინისტრი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ოჯახის ერთიანობას ზიანს მიაყენებს,"- აცხადებს თუბა ჩაბუქი.

დღის ამბები