20 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩემი ძმა და ჩემი ჭირისუფალია, ისევე, როგორც მე მისი ჭირისუფალი ვარ - დოდო გუგეშაშვილი

ნოდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. მხედრიონის ყოფილი ლიდერი შვილის დაკრძალვაზე რეანომობილით მიიყვანეს.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მიუსამძიმრა.

დაკრძალვის შემდეგ დოდო გუგეშაშვილმა  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან  პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილის და შემდეგ გარდაცვლილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამაზე ისაუბრა.

დოდო გუგეშაშვილი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პატრიოტია.

„ეს არის მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლან მაჩილკაშივლის მამა. ამისი შვილი ჩემი ძმისშვილი იყო, ვახა სულით, გულით, სისხლით, ხორცით არის საქართველოს პატრიოტი. ეს კაცი ჩემი ძმა არის და ჩემი ჭირისუფალია, ისევე, როგორც მე მისი ჭირისუფალი ვარ. ამ ყველაფერს იმიტომ, ვამბობ, რომ რაღაც კუდების გამობმა მოინდომეს, როცა ხედავდნენ, რომ დღე და ღამ საავადმყოფოში ვიყავი თემირლანის უბედურების დროს, იცოდეთ, რომ ეს კაცი ძალიან მაგარი ქართველია და კბილებით ეჭირა ამას და პანკისის ხეობა საქართველოს ის ნაწილი და დაიჭერენ ხვალაც. მტერს იქიდან საქართველოში არ შემოახედებენ,“- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები