20 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე სასამართლო სხდომა კვლავ მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე დღეს მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე იკითხება, მათ შორის, 51-ე სკოლის მანდატური.  

ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძემ სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ექსპერტიზისთვის საჭიროა, ბრალდების მხარემ ნივთმტკიცებები გადასცეს დაცვის მხარეს.

პროკურორი, ზვიად ფხაკაძე წინა სხდომაზე დროის სიმცირის გამო ვერ დაკითხეს სკოლის მანდატური და სწორედ ამიტომ, დღეს დაკითხავენ. პროკურორის თქმით, დღეს კიდევ ორი პირი დაიკითხება.

სხდომა არასრულწლოვნებს ეხება და შესაბამისად, ის დახურულია.

2017 წლის პირველ დეკემბერს მოსწავლეებს შორის სისხლიან გარჩევას 2 მოზარდი ემსხვერპლა. 

დღის ამბები