18 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
წითელას ეპიდემიის აფეთქება ქვეყანაში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს

წითელას ეპიდემიის აფეთქება ქვეყანაში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნაში იანვრიდან დღემდე ინფექციის 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულების რაოდენობის უმრავლესობა აჭარიდან არის.

გაზრდილია წითელას შემთხვევა ზრდასრულებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის ქალბატონებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს შესაბამისი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

,,1-ლი იანვრიდან ქვეყანაში გვაქვს 268 შემთხვევა, აქედან დაახლოებით 70% არის აჭარაში. მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა ე.წ.  შემაკავებელი ღონისძიებები, რათა შევაკავოთ წითელას გავრცელება დანარჩენს საქართველო, თუმცა თანდათან მაინც მატულობს,“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები