ფლორიდის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა, შეერთებულ შტატებში დაკავებები დაიწყო. ძალოვანები აკავებენ ყველას, ვინც შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდეს.
სამხრეთ კაროლინაში პოლიციამ სკოლის მოსწავლე დააკავა, რომელიც ფლორიდის მსგავსი თავდასხმის მოწყობით დაიმუქრა. 14 წლის მოზარდი აიყვანეს ოჰაიოშიც. თინეიჯერი პანიკის პროვოცირების ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში პარკლენდის სკოლაში სროლის შესახებ ცრუ ინფრომაცია გაავრცელა.
ნიუ-იორკის სკოლის მასწავლებელი და მისი ტყუპი ძმა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ბრალდებით დააკავეს. 27 წლის ძმები პიროტექნიკიდან ფეთქებადი ნივთიერების ამოღებისთვის მიზნით სკოლის მოსწავლეებს ქირაობნენ და საათში 50 დოლარს უხდიდნენ.
ამერიკელი სამართალდამცველები მოუწოდებენ მოსახლეობას, ნებისმიერ საეჭვო ინცინდენტის შესახებ ძალოვანებს აცნობონ.