თურქეთში გერმანელი ჟურნალისტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. "დი ველტის" კორესპოდენტმა ციხე დღეს დატოვა.
დენიზ იუჩელი ერთი წლის წინ, პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით დააკავეს. ის თურქეთის გარდა, გერმანიის მოქალაქეცაა და მის გათავისუფლებას გერმანია დაჟინებით მოითხოვდა.
გუშინ ანგელა მერკელი თურქეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა და იუჩელის გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
44 წლის ჟურნალისტი ერთ-ერთია იმ ასობით რეპორტიორს შორის, რომლებიც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებასთან ან ქურთებთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრეს.
ციხის დატოვებისთანავე დენიზ იუჩელი თურქეთს დატოვებს და გერმანიაში დაბრუნდება.