25 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
პოლიტიკური შტურმი და რევანშის მცდელობა-ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებზე საუბრობს

ამ პოლიტიკურ შტურმში ჩართული არიან სუბიექტები, ზოგი ნებსით ზოგი უნებლიედ, არიან არასამთავრობო  ორგანიზაციებიც - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღევანდელ შეხვედრას მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრა, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონზე დისკუსიას უნდა დათმობოდა, რამდენიმე მედიაორგანიზაციის წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრისას იყო დესტრუქციული და აშკარად ჩანდა, რომ ის ლობირებს მაუწყებლის შესახებ კანონს.

თავად კობახიძე კი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“-ის იურისტისა და ტელეკომპანია "კავკასიას“ დირექტორის განცხადებებს პოლიტიკურ შტურმად აფასებს და ამბობს, რომ მათ მხოლოდ რევანში ამოძრავებთ.

"მე ზოგადად ვსაუბრობდი პოლიტიკურ შტურმზე და ამ შტურმის მონაწილეები არიან არამხოლოდ ეს სუბიექტები ანუ პარტიული აქტივი, რომელსაც წარმოადგენდა ამ შემთხვევაში როგორც ჯანგირაშვილი ასევე მურადაშვილი, ამ შტურმის მონაწილეები არიან სხვა სუბიექტებიც. ეს შტურმი არის ახსნადი, მას აქვს პოლიტიკური ახსნა მაგრამ გამართლება არ აქვს. ეს არის პოლიტიკური წრე, რომელიც ფიქრობს რევანშზე ეს რევანში ბუნებრივია ვერ შედგება თუმცა ესენი თავის ბრძოლას ბუნებრივია განაგრძნობენ,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები