19 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
"სარეკლამო ბაზარი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ამ ყველაფრის თავი არის ბექაური"-მედიასაშუალებები მარეგულირებელ კომისიას აკრიტიკებენ

მედიაში არსებულ გამოწვევებზე სასტუმრო "holiday inn"-ში მიმდინარე შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის და კერძო ტელეარხების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეების შეფასებით განსაკუთრებით რთული ვითარებაა სარეკლამო ბაზარზე, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს ის საკითხი, რომ მარეგულირებელი კომისია ამ დრომდე არ ასაჯაროებს 2017 წლის სარეკლამო შემოსავლების შესახებ მონაცემებს.

შეხვედრის მონაწილეების შეფასებით მარეგულირებელი კომისია იქცა მხარედ.

„მაესტროს" და "იმედის" გაერთიანება, ჰოლდინგი ეს რა თქმა უნდა გემოვნების საკითხია და ა.შ. მაგრამ პირდაპირ უნდა ვთქვათ რომ ეს არის უკანონო გაერთიანება და ეს მაუწყებლობა, ორი საინფორმაციო მაუწყებლობა ერთი პირის ხელში, როგორც არ უნდა იყოს ეს პირი შენიღბული ჰოლდინგი ერთ იურიდიული პირი იქნება სხვაგან თუ მეორე აქ თუ როგორც იქნება, ერთი ბენეფიციარის, მფლობელის ხელში ორი საერთო მაუწყებლობა არის საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელი. მე გიდასტურებთ, როგორც ერთი ყველაზე მსხვილი მედიის მენეჯერი, რომელიც საზრდოობს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბაზრის შემოსავლებით სარეკლამო ბაზარი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ის არის უმძიმესად დაკლებული. მათ შორის სალარე მაჩვენებლითაც. ეს ნიშნავს იმას რომ 1.7-ის კურსის პირობებში უფრო მეტი იყო ლარის მოცულობა ვიდრე 2.5 კურსის პირობებში. მაშინ როდესაც 40 პროცენტი არის სავალუტო შემოდინება. ეს არის კატასტროფული კრიზისი. და ეს არის მთლიანად სახელმწიფო კანონმდებლობის მიერ გამოწვეულიო და მარეგულირებელი კომისიის ერთობლივი ქმედებით გამოწვეული და პირველი თავი და თავი ამ ყველაფრის არის ბატონი ბექაური რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სარეკლამო ბაზარი დაინგრეს და ამის ამოცანა ძალიან მარტივია. ჰქონდეთ პრობლემები იმ მედიებს, რომლებიც საზრდოობენ სარეკლამო ბაზრით. აბა ტელეკომპანია "იმედს" არანაირი პრობლემა ამით არ შეექმნება. ათის მაგივრად 20 მილიონის ინვესტიციას მოახდენს მთავრობასთან დაახლოებული მენეჯმენტი,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კრიტიკული მედიის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლებას აღიზიანებს კრიტიკული მედია ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მედიასაშუალებები გაერთიანდნენ და დაიცვან საკუთარი უფლებები.

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კი კონკრეტული მედიადაჯგუფებების ლობირებაში ადანაშაულებს მარეგულირებელ კომისიას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები