23 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
"სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის უბიწოებასა და არაკორუმპირებულობაზე"-ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი თეა წულუკიანს პასუხობს. შალვა ნათელაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, რომ სარჩელი, რომლითაც თეა წულუკიანის მხარემ სასამართლოს მიმართა თავიდანვე უსაფუძვლო იყო.

"როგორც ცნობილია, გუშინ ხელისუფლების სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის უბიწოებასა და არაკორუმპირებულობაზე. ის, სხვა მინისტრებივით, ივანიშვილის სათამაშო თოჯინაა და სწორედ ამ თოჯინობით დაფარა 250 ათასი ბინის კრედიტი  სტრასბურგში იუსტიციის მინისტრად მუშაობის დროს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა შალვა ნათელაშვილს ცილისწამებისთვის უჩივლა. საქალაქო სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ბოდიშის მოხდა დააკისრა.

დღის ამბები