23 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
ლუკა ჩხეტია, რომელსაც ოჯახი ორი დღე ეძებდა, კიევის იზოლატორში აღმოაჩინეს

ორი დღის წინ გაუჩინარებული ქართველი სამხედრო კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. ლუკა ჩხეტიას ოჯახმა ის უკრაინული მედიის მიერ გადაღებული კადრებიდან ამოიცნო, რომელშიც მას პოლიციელები ხელკეტებით სასტიკად უსწორდებიან. ამის შემდეგ ოჯახმა ლუკას მოძებნა ხელისუფლებას სთხოვა.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ ლუკა ჩხეტიას, რომელიც ბატალიონ დონბასის წევრია, საქართველოს საელჩომ კიევის ცენტრში შევჩენკოს რაიონში მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში მიაგნო.

ბატალიონ დომბასის წევრს რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა სამართალდამცველები დაკავებისას სასტიკად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ბრალდებული ლუკა ჩხეტია ახლა სასამართლოს მოლოდინშია, არ არის გამორიცხული სხვა მებრძოლების მსგავსად 26 წლის ქართველი სამხედრო ქვეყნიდანაც დაადეპორტონ

ამავე თემაზე
დღის ამბები