19 აპრილი 2024,   13:10
ვრცლად
1700 უსახლ-კარო და მზა ბინები ბათუმის მერიის ბალანსზე-ხელისუფლებას ფართების გადანაწილების სტრატეგია ამ დრომდე არ აქვს

აუდიტის სამსახური დასკვნას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბალანსზე მხოლოდ ბათუმში 30 ბინა ირიცხება, მთლიანად აჭარის რეგიონში კი 178. საცხოვრებელი ფართების უმეტესობა დაკეტილია იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის მტკიცებით მხოლოდ ბათუმში 1700 უსახლ-კაროა რეგისტრირებული.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, ასევე მერიას, სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით, დეველოპერული კომპანიებისაგან დამატებით საცხოვრებელი ბინები, ჯამში 7 550 კვ/მ აქვთ მისაღები. მიუხედავად აუდიტის ამ დასკვნისა, რომ საცხოვრებელი ობიექტების რაოდენობა იზრდება, ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის მერიაში არ აქვთ სტრატეგია, რის მიხედვითაც მზა ბინებში ეკომიგრანტებსა და უსახლკაროებს შეასახლებენ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები