20 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
91 ათასი ორმო ხეების დასარგავად და დარგული 72 ათასი ხე - აუდიტის სამსახურის დასკვნა და ნარმანიას პასუხისმგებლობის მოთოვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში 2015 წლის განმავლობაში თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოები მოხვდა.

თბილისის მერიის დაკვეთით 2015 წელს 400 ათასამდე ხე-მცენარე დაირგო, რაშიც 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. თბილისის ბიუჯეტს ცალკე თანხა დაუჯდა 91 ათასი ორმოს ამოთხარა, თუმცა, ხე მხოლოდ 72 ათასში დაირგო და 19 ათასით მეტი ორმო მერიის მხრიდან გაღებულ არაეფექტიან ხარჯად შეაფასა.

დედაქალაქის ყოფილი მერი დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორმოების დათვლა შესაბამის სამსახურებს ევალებოდა.

თბილისის მერს, კახი კალაძეს წარსულზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ თბილისის მერიას ამჟამად გამწვანების მიმართულებით რეფორმას სწორედ ახორციელებს.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ თბილისის მერიაში აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ საჯარო მოხელეებმა თანამდებობებიც დატოვონ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოყვანილი ფაქტები შემაშფოთებელია ოპოზიციისთვის და აღნიშნავენ, რომ ყოფილი მერის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მასალებს მთავარ პროკურატურას, სავარაუდოდ, ორშაბათს გადაუგზავნის. მთავარი მაკონტროლებელი უწყების დასკვნის მიხედვით იკვეთება დანაშაულის ნიშნები, მერიის მიერ ამ პერიოდში ჩატარებულ ტენდერთან მიმართებაში.

28-გვერდიანი დოკუმენტის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებდნენ, ერთმანეთთან გარიგებულები იყვნენ და სახელმწიფოს ბიუჯეტს მეტი თანხის მიღების მიზნით აზარალებდნენ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები