მარიამ ხაჭვანის ”დედე” მალე კინოეკრანებზე გამოჩნდება. სვანური ბალადის ქართული პრემიერა მომავალ კვირას გაიმართება. 10-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი სვანურ ყოფას და მკაცრ ტრადიციებს აღწერს. რეჟისორმა და სცენარის ავტორმა დიალოგების უდიდესი ნაწილიც სვანურ ენაზე დაწერა.