20 აპრილი 2024,   05:05
ვრცლად
კახა კალაძე ირაკლი კობახიძეს ხვდება

პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესა და დედაქალაქის მერს შორის შეხვედრა იმართება. კახა კალაძე საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა.

შეხვედრას უმრავლესობის დეპუტატები და დედაქალაქის მერის მოადგილეები ესწრებიან.

საუბარი, სავარაუდოდ, სამშენებლო რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტის  შემუშავებას ეხება.

შეხვედრა დახურულია და დამატებითი დეტალები მხოლოდ დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები