19 აპრილი 2024,   18:55
ვრცლად
"თინას კალთას ამოფარებულები მობრძანდით... თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები"-შელაპარაკება წულუკიანსა და ყოფილ თანამშრომლებს შორის

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა პარლამენტში, რომელზეც მთავარი მომხსენებელი იუსტიციის მინისტრი იყო. კომიტეტის სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, ასევე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ბოლო 4 წლის ანგარიში იყო.

სხდომას ასევე ესწრებოდნენ მოქალაქეები ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, რომლებიც 2014 წელს გაათავისუფლეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-დან და რომლებიც მოგებული სასამართლო დავის მიუხედავად წულუკიანის უწყებამ სასამართლოში არ აღადგინა.

„ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ თქვენ პირადად გამოირჩევით იმით, რომ არ ერიდებით ნეპოტისტური ნიშნით ადამიანების ადამიანების დასაქმებას სამინისტროში და ამის ნათელი მაგალითი არის ანა სუბელიანი და  თამაზ ახობაძე, რომელიც დღეს არიან ჩვენთან კომიტეტის სხდომაზე,“-მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით თეა ბოკუჩავას მიერ დასახელებულმა ორმა ადამიანმა სასამართლო მოიგო და ეს არის სწორედ სასამართლო რეფორმის ნაწილი. 

"მათ მოიგეს სასამართლო პროცესი იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის წინააღმდეგ და გილოცავთ ქალბატონო თინა! დიახაც, რეფორმა სასამართლოსი არის წარმატებული. რაც შეეხება აღსრულებას, ის გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს იმ მოცემულობით და იმ მითითებებით ზედმიწევნით, რაც არის სასამართლო გადაწყვეტილებებში,“-განაცხადა თეა წულუკიანმა, რაზეც დარბაზში მყოფმა ანა სუბელიანმა უპასუხა, რომ სასამართლოს განჩინებაში დაუყოვნებლივ აღსრულებაა ნახსენები რაც არ შესრულებულა.

„ქალბატონი თინას კალთას ამოფარებულები მობრძანდით. თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები,“-განაცხადა თეა წულუკიანმა ანა სუბელიანის საპასუხოდ.

დღის ამბები