19 აპრილი 2024,   09:17
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობის შეუტყობინებლობას ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იმ პირების პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალი სულ 5 პირს აქვს წარდგენილი, მათ შორის 1 არასრულწლოვანია და მისი საქმე ცალკეა გამოყოფილი.

აღნიშნული 4 პირიდან 3 ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. პროცესი პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა.  

2 ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურას, მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ მხოლოდ ჩვენებები აქვს და სხვა მტკიცებულებები ამ ეტაპზე მოპოვებული არ არის.

უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში, მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლება მოხდება.

გარდა ამისა, ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამასთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, ადვოკატი ამბობს, რომ თენგიზ კალანდიამ დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული.

„აღიარებს დაფარვას, რომ მას ეგრევე უნდა განეხორციელებინა ზარი, რომ მოხდა დანაშაული და შეეტყობინებინა პოლიციისათვის,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა.

„დანაშაულის დაფარვას ედავებიან, კერძოდ იმას, რომ ხელი შეუწყეს ხორავას საქმეზე არსებულ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ნივთმტკიცების გადამალვას და ა.შ. რაც საქმის მასალებიდან გამომდინარე და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებიდან გამომდინარე, არ დასტურდება,“ – განაცხადა ადვოკატმა.

 

 

დღის ამბები