19 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
"ერთადერთი რამ, რის ექსპორტსაც ეწევით ევროპაში, ეს არის კრიმინალი "- სამადაშვილი ჯანელიძეს მიმართავს

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დაძაბული განხილვის ფონზე რამდენიმე საათს გაგრძელდა.

დეპუტატებს მთავრი კითხვები ვროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებასთან, აფგან მუხთრალის საქმესა და მოახლოებულ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით ჰქონდათ.

დღეს პარლამენტის წევრები იმითაც დაინტერესდნენ, რატომ არ უერთდება საქართველო რუსეთის წინააღდეგ დაწესებულ სანქციებს.

"ერთადერთი რამ, რის ექსპორტსაც ეწევით ევროპაში, ეს არის კრიმინალი, იმიტომ რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა გადაიქცა კრიმინალურ დერეფნად. მორიგ ჯერზე თქვენმა ხელისუფლებამ საზღვარზე გააცილა ერთ-ერთი მორიგი კრიმინალი, სავარაუდოდ ეს ადამიანი, ალბათ ევროპაში წავიდა. მიგაჩნიათ თუ არა თქვენ, რომ  მსგავსი დამოკიდებულება ორგანიზებულ დანაშაულის წარმომადგენლებთან და ის რომ თქვენი პოლიტიკური ძალა პირდაპირ თანამშრომლობს  ორგანიზებულ დანაშაულთან აზიანებს ამ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს.

"რაც შეეხება ნატო-ში ამ ქვეყნის გაწევრიანებას, შეზღუდვის დათქმით, აპირებთ თუ არა, რომ გამოიყენოთ ეს იდეა და დაიწყოს ამ იდეის განხორციელება უკვე ოფიციალურად ქვეყნის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ფარგლებში,“-მიმართა ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს.

მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია არასწორად უდგება საკითხს. მისი განცხადებით,  ისინი ისე წარმოაჩენენ სურათს, რომ თითქოს საქართველოში მძიმე კრიმინალური და სოციალური ფონია, რაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საშიშროებას ქმნის, რაც მინისტრის თქმით, ასე არ არის და ამ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლებაც და მისი ოპონენტებიც ერთ მხარეს უნდა იდგნენ.

"ეკონომიკური განვითარებისთვის, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად სწორედ, რომ ევროპული ინტეგრაციაა მნიშვნელოვანი აქ მგონი ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანების თემას, მე-5 მუხლის არ გავრცელებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიახლე არაფერი არ არის. რაც შეეხება საქართველოს და ნატო-ს დღევანდელ დისკუსიას, ეს არ არის დისკუსიის შემადგენელი ნაწილი რადგანაც ნატო-ს და საქართველოს აქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი,“- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და  საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები