19 აპრილი 2024,   05:28
ვრცლად
ქვემო და ზემო ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის მშენებლობას აპროტესტებს

ქვემო და ზემო ალვანის მოსახლეობა თუშეთის გზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებს. სოფლის ცენტრში შეკრებილმა ადგილობრივებმა შესაძლო ზიანის შესახებ ისაუბრეს. აქციის მონაწილეების თქმით, პროექტი მათთან შეთანხმების გარეშე შეიქმნა. ამასთან, მოსახლეობას გადაადგილება უფრო დიდ მანძილზე მოუწევს. აქციის მონაწილეები ამბობენ იმასაც, რომ საფრთხე ემუქრება ადგილობრივ ეკო სისტემასაც.

პროექტის მიხედვით ახალი გზა თუშეთში პანკისის ხეობიდან უნდა ავიდეს. 

დღის ამბები