16 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
თეა წულუკიანი არ აკონკრეტებს გადააგზავნა თუ არა ქართულმა მხარემ ევროპის ქვეყნებში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა

თეა წულუკიანს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

მთავარი განსახილველი საკითხები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, ასევე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ბოლო 4 წლის ანგარიში იყო.

„იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ახლა შეიქმნა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კონსტიტუცია მეორე წყება ცვლილებების ასე დავარქვათ ძალიან მალე შეიძლება შევიდეს ძალაში. ეს დამოკიდებულია მესამე მოსმენაზე. როდესაც ეს ცვლილებები იქცევა უკვე კანონად და  სწორედ ის ნორმა რომელიც დაარეგულირებს მოქალაქეობის საკითხებს შევა ძალაში,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა დაინტერესდა გააგზავნა თუ არა ქართულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა იმ ქვეყნებში სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაადგილდება. თეა წულუკიანის განცხადებით ამას შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ. 

დღის ამბები