19 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
ონში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

ონის მერიის წინ რამდენიმე სოფლის მოსალხემ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები, მდინარე რიონზე ონის კასკადური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პროექტის მიხედვით, გვირაბში რომელიც 4 სოფლის თავზე, მთაში უნდა გაიყვანონ, მდინარე რიონი მოექცევა, რაც მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის.

მათივე თქმით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა, რაჭაში ხშირია მიწისძვრებიც, აქედან გამომდინარე ოთხ სოფელში მცხოვრები სამასამდე ოჯახი, შესაძლოა, კატასტროფის წინაშე დადგეს.

აქციის შემდეგ ადგილობრივებმა, ონის კულტურის ცენტრში გადაინაცვლეს სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა, რომლის შესახებაც აღმოჩნდა რომ მოსახლეობა არ იყოო ინფორმირებული. 300 მლნ. დოლარად შეფასებული ჰესის უმსხვილესი ინვესტორი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდია. 

დღის ამბები