24 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა 

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ავტომობილი ორ ადამიანს კახეთის გზატკეცილზე იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლებმა სავარაუდოდ საჭის დამორჩილება ვერ შეძლეს, რაც შემთხვევის მიზეზი გახდა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები