19 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
ზეწოლა „TV პირველზე“ - ენმ ქუმსიშვილის და ჯეჯელავას წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ხელისუფლების მხრიდან „TV პირველზე“ განხორციელებული ზეწოლის გამო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი და მოქმედი ვიცე-პრემიერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

პარტიის წარმომადგენლები პროკურატურაში სარჩელს დღეს შეიტანენ. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას დიმიტრი ქუმისშვილისა და ალექსანდრე ჯეჯელავას მონაწილეობით ცდილობდა.

„ეს არის რეკეტი, როდესაც შენ ტელეკომპანიის კანონიერ მფლობელს ეუბნები, რომ გადააფორმე წილი სხვაზე, იმიტომ, რომ არ გინდა რომ ამ ტელევიზიაში ისმოდეს კრიტიკული აზრი. საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაიწყოს გამოძიება, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ასევე ვითხოვთ ჩვენ, რომ ქუმსიშვილმა, რომელიც არაერთ რეიდერულ საქმეშია ეჭვმიტანილი, დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები