24 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
აქცია რუსთავის მერიასთან - სტუდენტები სამგზავრო ტარიფის დაწესებას ითხოვენ

აქცია რუსთავი მერიასთან - სტუდენტები ადგილობრივი ხელისუფლებისგან სტუდენტური სამგზავრო ტარიფის დაწესებას ითხოვენ.  

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 4500 სტუდენტი საკუთარი უფლების დასაცავად უშედეგოდ იბრძვის. მათივე თქმით, სტუდენტები სტუდენტურ ტარიფს უკვე 3 წლის განმავლობაში ითხოვენ. 

მათ დღეს ქალაქის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა სტუდენტები შენობაში არ შეუშვეს.

სტუდენტების აქციას რუსთავის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ. პარტიის წარმომადგენელის განცხადებით, სტუდენტური ტარიფის დაწესების ნაცვლად, რუსთავის მერიაში ჩინოვნიკებმა მხოლოდ ერთ თვეში პრემია-დანამატის სახით 320 000 ლარი აიღეს.

,,სამი წელია რუსთაველი სტუდენტები ვითხოვთ სტუდენტურ ტარიფს, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში კი ადგილობრივმა მთავრობამ აიღო 320 ათასი ლარი პრემია-დანამატი, ეს სავსებით საკმარისი იქნებოდა, რომ სექტემბრიდან ამოქმედებულიყო სტუდენტური ტარიფი და ყველა სტუდენტს 20-30 ლარი ჩარიცხვოდა , რაც გააუმჯობესებდა მათ ისედაც მძიმე სოციალურ ფონს“- აცხადებს რუსთავის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა სანაია.

დღის ამბები