19 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გაჩნდა არაფორმალური მმართველობა - ოპოზიცია პრეზიდენტის შეფასებაზე

პრეზიდენტის პოზიციას, რომ "ქვეყანაში მმართველი ძალა სახელმწიფო ინსტიტუტებს ასუსტებს და, რომ ქართული ოცნების მიერ ინსტიტუტების შერყევა მათი საფირმო ნიშანია", ოპოზიციაში ეთანხმებიან.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში არსებული ფორმალური მმართველობის პირობებში მოიშალა.

"სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გაჩნდა არაფორმალური მმართველობა იმიტომ, რომ პარლამენტი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ვიღაც სხვა ასრულებს. სასამართლო სისტემა მთლიანად დეგრადირებულია და ექვემდებარება გარკვეულ ჯგუფებს.

"აღმასრულებელი ხელისუფლება არის უკონტროლო და ჩადის უამრავ დანაშაულს და მისი გამოძიების არავითარი შანსი არ არსებობს. სხვა ხელისუფლება რეალურად არ არის. მედია ხელისუფლებაც კი, ჩვენ მაუწყებლის შესახებ ვხედავთ, რა ხდება. მაუწყებელიც კი უფრო ავტორიტეტულია არაფორმალურად, ვიდრე პარლამენტი იმიტომ, რომ პარლამენტს აიძულებს, სადღაც შეთითხნილი კანონი პარლამენტმა გაატაროს, როგორც საკუთარი მიღებული აქტი. ამიტომ ქვეყანაში რეალურად არსებობს არაფორმალური მმართველობა,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

დღის ამბები