19 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
საბჭო გადაწყვეტილებას იღებს არაფორმალურ შეკრებებზე და აფორმებენ ამას საბჭოს სხდომებზე-მშვენიერაძე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე საუბრობს

სამოქალაქო სექტორი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს აკრიტიკებს. ხმაურიანი საქმეების მოსამართლეებთან გასაუბრებას, არასამთავრობო ორგანიზაციები არ დასწრებიან, საბჭოს გადაწყვეტილებით პროცესი მათთვისაც დახურულია.

"კლანური მმართველობის ფონზე უვადოდ შერჩეული მოსამართლეები" - ასეთია სამოქალაქო სექტორის შეფასება დღეს დაგეგმილი კენჭისყრის შესახებ. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ საბჭოს ცალკეულ წევრებს კონკრეტული კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ, პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით უკვე მიღებული აქვთ.

"საბჭო რეალურად გადაწყვეტილებას იღებს არა საბჭოს სხდომებზე, არამედ არაფორმალურ შეკრებებზე და საბჭოს წევრები უბრალოდ აფორმებენ ამას საბჭოს სხდომებზე,"აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

"აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორი, ეკატერინე ციმაკურიძე კი საბჭოს მიერ შერჩევის კრიტერიუმების უგულებელყოფაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ჩნდება ეჭვი, რომ იუსტიციის საბჭო არა კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებით, არამედ რაღაც სუბიექტური გადაწყვეტილებით დანიშნავს ამ მოსამართლეებს უვადოდ,"-აცხადებს ეკატერინე ციმაკურიძე.

დღის ამბები