25 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
გაუცემელი კომპენსაცია - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლები სარჩელის შეტანას აპირებენ

22 ნოემბრის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს ამ დრომდე არ მიუღიათ ექსპერტიზის დასკვნა შენობის მდგრადობის შესახებ.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, იმის მიუხედავად, რომ კორპუსში,  17  დეკემბერს შეასახლეს, ამ დრომდე არ იციან, შენობა საცხოვრებლად უსაფრთხო არის თუ არა. მათი თქმით, ჯერჯერობით არც კომპენსაცია მიუღიათ.  კორპუსში მცხოვრები 12 ოჯახი აპირებს სასამართლოს მიმართოს.

"გვპირდებიან სურათებს იღებენ, მაგრამ ვართ უპატრონოდ. ბზარები იზრდება და ლიფტში შესვლა გვეშინია“-ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მარინა აივაზაშვილი.

ხელისუფლებას რეაგირებისკენ და დაზარალებულების დახმარებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია..

"ხელისუფლება, როცა საქმე ეხება მათ პირად კეთილდღეობას თანხებს არ იშურებენ. როცა ეხება კონკრეტულ ადამიანებს ამ შემთხვევაში უარზე არიან დაეხმარონ,“- აცხადებს საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები