24 აპრილი 2024,   20:57
ვრცლად
წალენჯიხაში, ლუგელას ხეობაში, 21 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

წალენჯიხის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. ლუგელას ხეობაში თევზაობისას 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნ.ნ. თევზაობისას კუსტარულად დამზადებულ ე.წ. "პილიკანის“ მოწყობილობას იყენებდა, რამაც ელექტროენერგია გაატარა.

საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვლილი ქუთაისში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.

დღის ამბები