19 აპრილი 2024,   23:30
ვრცლად
სარეკლამო ბაზარი - ბექაურის წარდგენილ სქემას მედია მენეჯერებმა ჰიპოთეტური გათვლები უწოდეს 

საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონზე ვეტოს დაძლევიდან მეორე დღეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სარეკლამო შემოსავლები კი არ იკლებს, არამედ, პირიქით, გაზრდილია. ირკვევა, რომ კომისიამ ამ მონაცემებს დაუმატა ის სავარაუდო შემოსავალი, რაც გასულ წელს ტელევიზიებს დააკლდათ.

კახა ბექაურის მტკიცებით, „რუსთავი 2"-მა და „ტელე-იმედმა“ კომპანია „ინტერმედიაზე“ სარეკლამო დროის გაყიდვის უფლების გადაცემით თანხის 20% დაკარგეს. ტელევიზიებში თანხა არ შესულა, თუმცა ბექაური ამ დანაკარგს მაინც შემოსავლად აღრიცხავს.  

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი, რომელმაც გასულ წელს სარეკლამო ბაზრიდან შემოსავლები დაკარგა, ამბობს, რომ კახა ბექაურმა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ციფრებით დაარწმუნა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა კერძო ტელეკომპანიების შემოსავლებს არ შეამცირებდა, რადგან სარეკლამო ბაზარი მზარდია.

სარეკლამო ბაზრის მიზანმიმართულ ნგრევაში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმაც დაადანაშაულა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ყველაფერი სარეკლამო რეგულაციებით დაიწყო და ამ პროცესში ხელოვნური ჩარევის შედეგად სარეკლამო შემოსავლების დრამატულ კლებამდე მივიდა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლების ბრალდებებს არ იზიარებს და სარეკლამო შემოსავლების კლებას მხოლოდ 2015 წელს ადასტურებს, ისიც მხოლოდ 2%-ით. ბექაურის განცხადებით, მიზეზი მხოლოდ "რუსთავი 2"-შია, რომელმაც 2015 წლის მეოთხე კვარტალში მიღებული 10 მილიონი ლარი დოკუმენტაციაში არ ასახა.

ტელევიზიები რეკლამის ფასს ამერიკულ დოლარში ადგენენ. უცხოურ ვალუტაში სარეკლამო შემოსავლების დაანგარიშების შემთხვევაში კი მონაცემები ბევრად უფრო დრამატულია და 2012 წელთან შედარებით 10 მილიონით ნაკლებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები