18 თებერვალი 2025,   16:56
ვრცლად
„რუსთავი 2“-ის ახალი მეგა შოუსთვის მთავარი სამზადისი გორიდან დაიწყო

„რუსთავი 2“-ის ახალი მეგა შოუსთვის მთავარი სამზადისი დაიწყო. გორი პირველი ქალაქია, სადაც პროექტში მონაწილეობის პრეტენდენტებს უსმენდნენ.

როგორც მკაცრი და ავტორიტეტული ჟიური აცხადებს, „მხოლოდ ქართულში“ გორიდან ერთი კონკურსანტი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

„მხოლოდ ქართულის” ქასთინგი თელავში 26 თებერვალს ჩატარდება.

ვიდრე ახალბედა შემსრულებლები დიდ სცენაზე გამოვლენ ქასთინგები ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ჩატარდება.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.

დღის ამბები