25 მაისი 2025,   02:58
ვრცლად
მკვლელობა თემქაზე - ადვოკატისთვის უცნობია აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს

21 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

პროცესს ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში, სადაც დაკავებული ახალგაზრდა იმყოფება მისი ადვოკატიც დაესწრება.

გრიგალაშვილის ადვოკატისთვის ამ დრომდე უცნობია, რა დროს წარუდგენენ ბრალს მისი დაცვის ქვეშ მყოფს. ნაირა ოტიაშვილი ამბობს, რომ მან არც ის იცის, აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს.

,,დღეს წარუდგენენ ბრალს. ამის შემდეგ უკვე შეირჩევა დაცვის პოზიცია, არის დასაცავი ეს ბავშვი თუ არა. ნამდვილად იყო მოულოდნელი და თავზარდამცემი. შოკირებული არიან. წარმოუდგენელია, ნორმალური ფსიქიკის ადამიანზე ამან არ იმოქმედოს,“- ამბობს ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაიარა ოტიაშვილი.

ლადო გრიგალაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ოფიციალური განცხადებით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზეა ჩადენილი. დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია. ახალგაზრდა გოგონას მეზობლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ანა ნაცვლიშვილი შეყვარებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.  

ასევე არსებობს ვერსია, რომ შეყვარებულებს შორის კონფლიქტი ერთ-ერთ ქალს უკავშირება, რომელიც ორი თვის წინ ავარიის დროს დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში იმყოფებოდა ლადო გრიგალაშვილიც.

დღის ამბები