16 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
საბჭოთა ოკუპაციის დღე - სახელმწიფო უწყებებთან დროშები დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დღეს დილიდან დროშები დაშვებულია სახელმიწფო უწყებების შენობებთან - დროშები დაუშვეს თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან. 

სახელმიწფო დროშები ჩამოწეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და გენერალური შტაბის ტერიტორიაზე; ასევე ეროვნული დროშა დაეშვა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფსა და სამხედრო ნაწილებში. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, გამოცხადდა წუთიერი დუმილი.
დროშები დაშვებულია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც. 

შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. მათ ქართველი იუნკერები, 25 თებერვალს ტაბახმელა-კოჯორში დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. ისინი დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში - იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. ანექსიის შემდეგ საქართველოს მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს გამოაცხადა.

დღის ამბები