16 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
"მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია" - პრეზიდენტმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი - 25 თებერვალი - ქვეყნის გასაბჭოება წუთიერი დუმილით აღინიშნა ტაბახმელაში. იქ სადაც, იუნკერები საბჭოთა არმიას უთანასწორო ბრძოლაში დაუპირისპირდნენ დილიდან პოლიტიკოსები მიდიან. მემორიალთან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც.

"ამოვდივართ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაცემულ ჩვენს ვაჟკაცებს. ავღნიშნოთ რომ ეს ის ადამიანები იყვნენ, ვისთვისაც მარტივად ესე ლაგდება ცხოვრება, რომ თავისუფლების გარეშე არ აქვს სიცოცხლეს აზრი. ან თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე სიცოცხლეს არ აქვს აზრი. პაპაჩემიც დათიკო ტატიშვილი ამ ბრძოლებში დაიღუპა და მის სახელსაც ვიხსენებ ხოლმე აქ რომ ამოვდივარ და მნიშვნელოვანი არის კიდევ ის, რომ მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები