22 იანვარი 2022,   12:10
ვრცლად
მეტი ცინიზმი გინახიათ ხალხო? - არჩილ ტატუნაშვილის მამა შვილის ცხედრის გადმოსვენების პრობლემებზე საუბრობს

ოკუპანტების კიდევ ერთი მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის მშობლიურ სოფელში, წილკანში გადასვენება სავარაუდოდ ხვალ მოხდება. 35 წლის ახალგაზრდა ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაშია დაღუპული.

გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამის ინფორმაციით, გადმოსვენების დაგვიანბის მიზეზი ექსპერტიზის ჩატარებაა. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახს უცხადებენ, რომ ცხედარს ადგილზე ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. 

„უშიშროებიდან იყვნენ ამოსულები გუშინ და თქვეს, რომ ოსურმა მხარემ უარი გვითხრა ცხედრის გადმოცემაზეო. გუშინ უნდა გადმოეცათ ცხედარი.  ჩვენ უნდა ჩავუტაროთ ჩვენი ექსპერტიზაო. შაბათ-კვირას ჩვენ არ გვცალიაო, ვისვენებთო, მეტი ცინიზმი გინახიათ ხალხო? რა გახდა ერთი ექსპერტიზის ჩატარება და ორშაბათს გადმოგცემთო. მაგის მანქანა ყავდათ ნაქირავები და პროდუქტი შეჰქონდა და ეგ იყო, სხვა არაფერი,“ - ამბობს გიორგი ტატუნაშვილი.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

დღის ამბები