20 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვა, სერიოზული შეშფოთების საგანია - ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს

ცხინვალის ციხეში, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირი.

ორგანიზაციის საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვა, სერიოზული შეშფოთების საგანია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მზად არის მონიტორინგის მისიის მეშვეობით ხელი შეუწყოს მიმდინარე გამოძიებას.

ევროკავშირი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.  ხელისუფლებისგან პატიმრობიდან გათავისუფლებული საქართველოს ორი მოქალაქის, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადაყვანის უზრუნველყოფას მოითხოვს.

"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში"- წერია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები