25 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში დააყენებს

ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხს, ჟენევაში დააყენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მიხეილ ჯანელიძეს ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი აქვს
გაეროს გენერალურ მდივანთან და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.  

დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს ვიცე-პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, სადაც ქვეყნის პირველი დიპლომატი მთავარ აქცენტს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევისა და ხელყოფის ფაქტებზე გააკეთებს.

ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო რეაგირება მოხდეს ამ უმძიმეს ფაქტზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას.

„მთელი სიმკაცრით დაისმება პირველ რიგში საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ინციდენტებზე, რომელიც შეიქმნა ბოლო დღეებში არჩილ ტატუნაშვილის ფაქტთან დაკავშირებით, მისი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ისევე როგორც ბუნებრივია ვერ აუვალთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს, რომელიც არის საფუძველი რათა მოხდეს ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვა,“-განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვიქტორ დოლიძემ.

დღის ამბები