25 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა - დეპუტატები საკითხს ევროპარლამენტში დააყენებენ

ოკუპირებულ ცხინვალში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა იქნება დღეს განხილვის მთავარი თემა ბრიუსელში, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრა.

ქართველი დეპუტატები ევროპარლამენტში  ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო საერთაშორისო საზოგადოებას არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებს.

პარალელურად, ევროპარლამენტი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და აგვისტოს ომის ათი წლის თავის მოახლოებასთან ერთად კიდევ ერთი რეზოლუციის მომზადებას გეგმავს. განხილვის კიდევ ერთი თემა ევროპარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია იქნება.

„ჩვენი მოქალაქე, რომელიც დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში და როგორც ჩანს საკმაოდ მძიმე ვითარებაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და კიდევ ორი პირი არის დაკავებული, ამიტომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ევროპარლამენტარების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მეორე თემა, რომელზეც ბუნებრივია გვექნება საუბარი, ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არ ემუქრება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, თუმცა ამაზე კიდევ ერთხელ გვექნება საუბარი,“-აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

საქართველოს პარლამენტის მუშაობასა და ქმედუნარიანობაზე საუბარს გეგმავს ოპოზიცია.

„რაც ოცნების პარლამენტი არსებობს ის ოთხი წელი და ეს ერთი წელიწადი, ოპოზიციის მხრიდან დაყენებული იყო 19-ჯერ დროებითი საგამოძიებო  კომისიის შექმნა და 19-ჯერვე იქნა უარი ნათქვამია. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ქმედუუნაროა პარლამენტი სულ  მცირე ამ მიმართულებით. ამიტომ ეს საკითხები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები