16 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
ძარცვა, ყაჩაღობა, დოკუმენტების გაყალბება - ესპანეთში საქართველოს ერთი და ესპანეთის სამი მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა კატალონიაში თაღლითობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის, ერთი ქართველი ქალი და სამი ესპანელი მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ერთი და იმავე სცენარით მოქმედებდნენ. პოლიცია დანაშაულის 21 შემთხვევას იძიებს.

სახლებში შესაღწევად ისინი თავს გაზის კომპანიის თანამშრომლებად ასაღებდნენ, სამიზნე კი, ძირითადად, ასაკოვანი, მარტოხელა და ალცჰეიმერით ან პარკინსონით დაავადებული ადამიანები ხდებოდნენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ქართველი ქალი სატელეფონო ოპერატორის როლს ასრულებდა და დაზარალებულებს თითქოსდა გაზის კომპანიის თანამშრომლების მისვლის შესახებ ატყობინებდა.

დღის ამბები