24 აპრილი 2024,   07:57
ვრცლად
ყოველდღიურად ვხედავთ რუსული ოკუპაციის ტრაგიკულ შედეგებს - პრეზიდენტი ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რუსული ოკუპაციის ტრაგიკულ შედეგებს - საქართველოს პრეზიდენტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში ახალი კამპანიის, „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ ფარგლებში გააკეთა.

„რუსეთი ფედერაციამ ასე იოლად არ გაუშვა საქართველო და იოლად არ დათმო საქართველო, მოახდინა ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია. ამ ოკუპაციის ტრაგიკულ შედეგებს ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველდღე ვხედავთ და ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოკუპანტი რეჟიმის მიერ იქნე მოკლული და დღემდე მიმდინარეობს პრობლემები გადმოცემასთან დაკავშირებით და დატყვევებული იყვნენ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული ყოველდღიურობა ჩვენი ყოფის,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

არჩილ ტატუნაშვილი კიდევ ორ მეგობართან ერთად რამდენიმე დღის წინ ახალგორში დააკავეს. ინციდენტიდან მალევე ცხინვალის, რუსულმა რეჟიმმა გაავრცელა განცხადება, რომ არჩილ ტატუნაშვილი წაიქცა და გარდაიცვალა. თუმცა, მალევე გაჩნდა ახალი ვერსია, რომ თითქოს 35 წლის მამაკაცს გული გაუსკდა.

დღის ამბები