
შუალედური საპარლამენტო არჩევნები 51-ე მაჟორიტარულ ოლქში 28 აპრილს ჩატარდება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ასევე განისაზღვრა არჩევნებისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესები.
შუალედური არჩევნები 885 ათას ლარამდე დაჯდება.