16 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
საკონტროლო გასროლით მოკლეს - დავით ქაცარავა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელს და მკვლელობის დამკვეთს ასახელებს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი აქციის გამართვას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობის "ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

ქაცარავას თქმით, მას შემდეგ, რაც ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საოკუპაციო რეჟიმი კიდევ რამდენიმე დღე არ გადასცემს ოჯახს, ტატუნაშვილები მთავარი მაგისტრალის გადაკეტვასა და პერმანენტული აქციების გამართვას აპირებენ.

"ოჯახმა დააანონსა გზის გადაკეტვა. იქნება საპროტესტო აქცია , სადაც გამოვა მთელი მოსახლეობა დაიკეტება გზა ნატახტარის მიმდებარედ. ჩვენ, მოძრაობა "ძალა ერთობაშია“ ბუნებრივია, შევუერთდებით ამ აქციას,"-ამბობს ქაცარავა.

მოძრაობის ლიდერის თქმით, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წევრებმა საკონტროლო გასროლით მოკლეს.  დავით ქაცარავა მკვლელობის დამკვეთისა და შემსრულებლის ვინაობასაც ასახელებს.

"დამკვეთი გახლავთ ვინმე ფილიპ ხაჩიროვი, რომელიც გახლავთ ახალგორის გამგებელი, ხოლო შემსრულებელი მკვლელი გახლავთ ლუდვიგ ხაჩიროვი, რომელმაც საკონტროლო გასროლით მოკლა არჩილ ტატუნაშვილი,“-აცხადებს დავით ქაცარავა.

დღის ამბები