19 აპრილი 2024,   07:51
ვრცლად
ირაკლი კობახიძე იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს შეხვედა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იორდანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ირაკლი კობახიძემ იორდანიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტთაშორისო, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა. 

„განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკური განზომილება, ასევე ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა, სადაც არის განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთად ვიდგეთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები