20 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ხელისუფლებას 20 წუთს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი და ახლობლები ნატახტარის ცენტრალურ მაგისტრალთან იმყოფებიან. აქციის მონაწილეები მთავრობის წევრებს 20 წუთიან ვადას აძლევენ იმისათვის რომ ადგილზე მივიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ.

აქცია მას შემდეგ, დაიგეგმა რაც ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საოკუპაციო რეჟიმი კიდევ რამდენიმე დღე არ გადასცემს ოჯახს. 

ტატუნაშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ოკუპირებულ ახალგორში მტერი არ ჰყავდა. მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილმა ახალგორში პროდუქტი შეიტანა და მანქანაში დანაც კი არ ედო. დედა ამბობს, რომ ბრალდება თითქოს ტატუნაშვილი ტერორისტულ აქტს აწყობდა სიცრუეა და მისი შვილი ბორკილებდადებული წამებით უმიზეზოდ მოკლეს.

,,ჩემი მკვდარი შვილი დამიბრუნონ. სამი დღეა მიცვალებულია და პასუხს არ მაძლევენ, როდის მოიყვანენ ჩემს შვილს რომ დავიტირო...სურათებს დავტირი....

მთავრობას თუ არ შეუძლია, პატრიარქი მაინც დაგვეხმაროს“-ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილი. 

დღის ამბები