20 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
"რამდენი უნდა მოვკლა, შენც მოსაკლავი ხარ, იმდენი ხალხი გააუბედურე"-შელაპარაკება სოსო რობაქიძესა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლოს ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილმა მისცა. სოსო რობაქიძის მიერ ადგილიდან განხორციელებული ხმამაღალი შეძახილების გამო, ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა სასამართლოში რამდენჯერმე შეჩერდა. დაზარალებული შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებდა და პასუხებს 14 წლის წინ დიდუბის პანთეონთან ჩატარებულ დაკავების ოპერაციაზე სთხოვდა, რა დროსაც მისი შვილი გარდაიცვალა. დარბაზში დაწყებული დაპირისპირება ფოიეშიც გაგრძელდა.

სიტუაცია სასამართლოს ეზოში კიდევ უფრო დაიძაბა. ირაკლი ოქრუაშვილმა სოსო რობაქიძეს შესთავაზა რომ იარაღს მისცემდა და მისი შვილის მკვლელი მოეკლა. „შვილი დაგეღუპა. კონკრეტული ადამიანი იცი, ვინც შენი შვილი მოკლა. თუ გინდა, მოგცემ იარაღს და მიდი და მოსთხოვე პასუხი, ძმაო,“ - მიმართა ოქრუაშვილმა სოსო რობაქიძეს. რაზეც რობაქიძემ უპასუხა, რომ იარაღი არ უნდა.

„რამდენი უნდა მოვკლა, შენც მოსაკლავი ხარ, იმდენი ხალხი გააუბედურე,“ - განაცხადა რობაქიძემ.

მანამდე კი ირაკლი ოქრუაშვილი ჩვენებას თითქმის ერთი საათი იძლეოდა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს შეკითხვებს 2004 წლის 23 ნოემბერს ჩატარებულ დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით უსვამდნენ. მხარეებს ძირითადად აინტერესებდათ როდის და ვისგან გაიგო იმ დროინდელმა პირველმა პოლიციელმა მომხდარის შესახებ. იცოდა თუ არა ეგრეთ წოდებული იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით რამე და ჰქონდა თუ არა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფირი ნანახი. დაკითხვის დასრულების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ ორივე მხარეს მოლოდინი გაუცრუა.

ამავე თემაზე
დღის ამბები