24 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
"რატომ დგანან სპეცრაზმელები აქ..." - ტატუნაშვილის ახლობლების აქციაზე სპეცრაზმის გამოჩენას ხმაური მოჰყვა

მცხეთა-სტეფანწმინდის ცენტრალურ მაგისტრალზე სპეცრაზმის გამოჩენას, სადაც ამ წუთებში არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები აქციას მართავენ, ხმაური მოჰყვა. შეკრებილებმა ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენა გააპროტესტეს და იქვე მყოფ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს განმარტებები მოსთხოვეს.

„ბატონო დიმიტრი, მოდით აქ და გამეცით პასუხი, რატომ დგანან სპეცრაზმელები აქ. რატომ გვიკეტავენ გზას. თქვენ მე მითხარით "წამო ერთად დავკეტოთ მაგისტრალი,“-მიმართა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დიმიტრი ხუნდაძეს, რაზეც უმრავლესობის წევრმა ქაცარავას მოუწოდა, რომ გაჭირვებული ხალხის ემოციებზე ნუ ითამაშებდა.

„გაჭირვებული ადამიანების ემოციებზე არ გინდა ახლა სიარული რა,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

დავით ქაცარავას თქმით მას დიმიტრი ხუნდაძემ უთხრა, რომ სპეცრაზმი ადგილზე საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაცავად მივიდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ გზა სწორედ ადგილზე შეკრებილებს გადაუკეტეს.

  

დღის ამბები