არჩილ ტატუნაშვილსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბარი დღეს ბრიუსელში კვლავ აქტუალური იქნება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპალმანეტში შეხვედრებს განაგრძობს. განხილვების მთავარი თემა სწორედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება და ბოლო პერიოდში მომხდარი ტრაგიკული ფაქტია. ქართული დელეგაციის ინფორმაციით, საქართველოს მხარდასაჭერი მორიგი რეზოლუციის მისაღებად ევროპალამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი უკვე თანახმაა. ინიციატივას ემხრობიან ქართულ ოპოზიციაშიც.
„მიიღებენ ძალიან მკაცრ დეკლარაციას, გარდა ამისა იყო საუბარი იმაზე რომ გაიმართელბა საქართველოს დრე ევროპარლამენტში,“- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიიდან უკვე 10 წელი გავიდა და რეზოლუციის მირების შანსები დიდია.
„ჩვენც ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან რომ ამ რეზოლუციაში იყოს ასახული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, საოკუპაციო რეჟიმის დაგმობა, ზოგადად ოკუპაციის დაგმობა და ყველა ის პრობლემატიკა რომელიც დღეს არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების მოკვლა,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დისკუსიები ოკუპაციის ტემაზე ევროპარლამენტში საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
„ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები დაუჭერენ რეზოლუციას მხარს,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.