24 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
"უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე დარჩება ორი სახანძრო სამაშველო ჯგუფი"- მამუკა ყირიმელი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "თერგში“ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.

როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე აცხადებს, ხანძრის გავრცელების რისკი აღარ არსებობს, თუმცა ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი პრევენციის მიზნით დარჩება.

"ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, მთლიანობაში დამწვარია დაახლოებით 5000 კვ.მეტრი. ხანძარის სალიკვიდაციო სამუშაოში მონაწილეობდა 30 სახანძრო, 150 მეხანძრე-მაშველი. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე დარჩება ორი სახანძრო სამაშველო ჯგუფი, პრევენციული ღონისძიებისთვის,“-ამბობს მამუკა ყირიმელი.

დღის ამბები