20 აპრილი 2024,   09:05
ვრცლად
"ეჭვები მაქვს, მაგრამ არ მინდა ასე საჯაროდ გამოვხატო"- სავაჭრო ცენტრ "თერგის" ადვოკატი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "თერგში“ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას და გამოძიების დასრულებას ელოდება კომპანია ”ქალაქის გულის” იურისტი გიგა კვერენჩხილაძე.

მისი თქმით, ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით მასაც აქვს ეჭვები, თუმცა მტკიცებულებების გარეშე ამ საკითხზე საუბარი არ შეუძლია.

„ვინაიდან იურისტის გახლავართ, მეტი მტკიცებულება მჭირდება, რომ რაიმე ეჭვებზე ვისაუბრო.

აქედან გამომდინარე თავს ვიკავებ და ველოდები გამოძიებას, თორემ რასაკვირველია, რაღაც ეჭვები მაქვს, მაგრამ არ მინდა ასე საჯაროდ გამოვხატო,“-ამბობს კვერენჩხილაძე.

მისი განცხადებით, გამოძიების ფარგლებში დაიკითხა როგორც ადმინისტრაციის ასევე სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეთა ნაწილი. კვერენჩხილაძე გამოძიების მიმდინარეობისას კიდევ ბევრი პირის დაკითხვას ვარაუდობს.

დღის ამბები